კვიპროსის ნაკრების კაპიტანი თემურ ქეცბაიასთან უთანხმოებისთვის დაისაჯა

AutoSharing Option
sigmalive.com-ის ინფორმაციით, აპოელ-ში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან თემურ ქეცბაია იდეალურად "გამოძვრა". მისი მოხსნის შესახებ ხმები არ დადასტურდა - კლუბის ხელმძღვანელობამ მას ნდობა გამოუცხადა.

დადასტურდა ხმები, რომ ქეცბაიას აპოელ-ში რამდენიმე ფეხბურთელთან უთანხმოება ჰქონდა. კერძოდ, ლაპარაკია ვეტერან კონსტანტინოს მაკრიდესზე, ვინც ბოლოს უკრაინაში თამაშობდა და ამ ზაფხულს დაუბრუნდა აპოელ-ს.

მაკრიდესი კვიპროსის ნაკრების კაპიტანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის მხარე დაიჭირა. ფეხბურთელი გუნდში მხოლოდ ივარჯიშებს, სანამ მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამიტომაც წერს აღნიშნული საიტი, რომ ქეცბაიას ამ ინციდენტის შემდეგ კიდევ უფრო გაუმყარდა გუნდში პოზიცია,
რადგან სხვა ფეხბურთელებს მაკრიდესის მარგინალიზაციით ნათელი მაგალითი დაანახვეს.

"თუმცა ეს ნდობა უსასრულო არ იქნება, თუკი გუნდი თამაშის ხარისხს და შედეგს არ გამოასწორებს", - წერს საიტი.

აქვე ვიტყვით, რომ ქეცბაიამ ბულგარელი ჟივკო მილანოვი დაიმატა გუნდში.

კვიპროსულ მედიაში ქართველი მწვრთნელის ხელფასის შესახებაც გამოჩნდა ინფორმაცია. pronews.gr-ის ცნობით, ქართველის გასამრჯელო 30 ათასი ევროა.

სიახლე კი კონტრაქტის დეტალებს შეეხებოდა, რომელშიც არ იყო დაზუსტებული, თუ რა კომპენსაციას მიიღებდა ქეცბაია მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, ეს კი დარღვევაა. ახალი ჩანართით, თემური 2017 წლის მაისამდე ყოველთვიურად ათას ევროს მიიღებს კომპენსაციად, თუკი გუნდიდან გაუშვებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქეცბაია საქართველოში 100 000 ევროს იღებდა თვეში ანუ სამჯერ მეტს ვიდრე კვიპროში უხდიან იქ 30 000 ევროს იღებს. აი ეს არის პატრიოტიზმის მაგალითი!
0
svani_7-ს. მოკლედ მომენტს არ უშვებთ ხელიდან, რომ არ უკბინოთ ქეცბას .... რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ქეცბა მართალი არ არის? ან რატომ გინდა, რომ ასე იყოს?
mamia
10:10 06-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული