საბა კვირკველია Transfermarkt-ზე დორტმუნდის "ბორუსიას" სავარაუდო ტრანსფერების სიაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: "რუბინის" დაცვის ბურჯი საბა კვირკველია
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, კარიერა დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული სააგენტო "transfermarkt.de"-ც ავრცელებს, რომელმაც კვირკველია დორტმუნდელთა შესაძლო ტრანსფერების სიაში უკვე შეიყვანა.

რამდენიმე დღის წინ 23 წლის ქართველმა მცველმა გაზეთ "ლელოსთან" საუბარში თავად განაცხადა, რომ მისით იტალიური "ნაპოლი", ესპანური "სევილია" და "დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდებიან.

transfermarkt.de საბას ტრანსფერს 4,50 მილიონ ევროდ აფასებს, ფეხბურთელის თქმით კი, "რუბინი" მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მოითხოვს.

ასევე იხილეთ:
საბა კვირკველია: "რუბინში" ერთ-ერთი
ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი მე მაქვს

მკითხველის კომენტარები / 20 /
მერაბი-ს:
სისწრაფე აკლიაო საბას, საიდან მოიტანეთ? სხვა ნაკლი რომ გეთქვათ კიბატონო, მაგრამ კვირკველიას თამაშები თუ გინახავთ, სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ცენტრალური მცველის კვალობაზე და მისი სიმაღლისთვის საკმაოდ სწრაფია. ესაა მისი ერთერთი დიდი პლიუსი.
Burton
07 იანვარი 2016 17:24
0
კვირკველია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილია და წარმატებას ვუსურვებ; ერთი რაც არის – მას ცოტა სისწრაფე აკლია.
რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ჩვენ ამ მხრივ დიახაც გვაქვს სატრაბახო და თავმოსაწონი: ხურცილავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ცხადაძე, კალძე...
მერაბი გ.
07 იანვარი 2016 16:54
0
აუ არ გინდათ ეს კომენტარი ჩივაძე არი იყოსო და მალდინი არა არ არის კვირკველიაა და მაგით იქნება გამორჩეული და იმედი მაქვს ისეთი მომავალი ექნება რომ ისე მოვიხსენიებთ როგორც ჩივაძეს და სხვა ლეგენდებს )) პ.ს. კვირკველია არ ვარ გვარად )))
fsf
07 იანვარი 2016 16:06
0
საბას წარმატებები! დღეს თუ 8 მილიონს იხდიან, ხვალ 80 გადაეხადოთ! თანაც, საბას წყალი სხვა ახალგაზრდებსაც გადასხმოდეთ!
ნოდარი
07 იანვარი 2016 15:18
0
იქნებ გადავიდეს დორტმუნდში,დიდი ხნის შემდეგ როგორც იქნა გვეღირსება ტოპ გუნდში მოთამაშე ქართველი.ის ამას იმსახურებს.
bebeto
07 იანვარი 2016 15:11
0
რომელმა ... დაწერა ესეთი სისულელე რო საბა იფასებს ეგრე თავს.... კაცმა თქვა რო არასწორი ინფორმაციააო 4.5 მილიონი რუბინი ჩემში 8 მილიონს ითხოვსო საბასნაირი ადამიანი ძალიან იშვიათია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში საოცარი ფეხბურთელია რუსეთის ტოპ 5 ფეხბურთელში დაასახელეს შარშან არა მცველებში არამედ ფეხბურთელებში და საუკეთესო მცველია რუსეთში და 8 მილიონიც ცოტაა მისთვის თანაც ახალგაზრდაა და მომავლის პერსპექტივა დიდი აქვს.... მეორეც რაც ყველაზე მთავარია საოცარი ადამიანია საერთო მოძღვარი გვყავს სამტრედიაში და ხშირად მოდის როცა საქართველოშია ზრდილობიანია თავმდაბალი მორწმუნე ყველანაირად კარგი ბიჭია და წარმატებებს ვუსურვებ
gakho
07 იანვარი 2016 14:52
0
წასულა უკვე ღვარძლის და სიბოროტის დანთხევა, ვაფშე იცით ამ ბიჭს რა ცხორება აქვს გამოვლილი, კაცმა თავის შრომით მიაღწია ყველაფერს......დღესდღეობით ვისი იმედიც მაქვს. რომ რაღაცას მიაღწევენ საბა და ვაკო არიან
goga
07 იანვარი 2016 14:50
0
წარმატებები
Dato
07 იანვარი 2016 14:45
0
მართალი ხარ გიო კაი კომანტარია...ისე საბას რაც შეეხება მართლა კარგი ადამიანია ძან...დოლიძეზე ცხოვრობდა ცოტა ხანი სამტრედიიდან რო ჩამოვიდა და ძან ზრდილობიანი და კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა..თან ვაჯკაცი ბიჭია ძან...წარმატებებს ვუსურვებ ამ ბიჭმა დაიმსახურა...წარმატებები საბააა ბევრს მიაღწევ დარწმუნებული ვარ...
დადა
07 იანვარი 2016 14:44
0
რა ღვარძლიანები ვართ, მაინც ეს ქართველები, ძლივს ერთი კაცური კაცი გამოჩნდა, ბავშვი რომელსაც შეიძლება გაუმართლოს ცხოვრებაში, და ეძგერეთ ..., შურიანებო! საბა ბევრს ეხმარება, თუნდაც თავის საფეხბურთო სკოლას სადაც თითონ გაიზარდა, ბევრი გვყავს განა ქართველებს მეცენატები? ფულიანები,მოგეცათ ლხენა, კი გვყავს მაგრამ , კარგის გამკეთებელი თითზე ჩამოსათვლელად, თუმცა რა არის გასაკვირი ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრიარქზეც ბედავენ ჭორებს, ეს უზნეო და ბრიყვი ქართველები, ჯობია ილოცეთ თქვე უღმერთოებო, ეგებ ეშველოს რამე თქვენს მყრალ გულებს და ცოდვიან სულებს, .......
gio!
07 იანვარი 2016 14:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული