[ექსკლუზივი] ოქრიაშვილის აგენტი: თორნიკემ თურქულ კლუბში წასვლა არჩია!

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტები წერენ, "გენკის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს. საუბარია აუტსაიდერ "ესკისეჰირსპორზე"...

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ამიროვს დაუკავშირდა.

- ოქრიაშვილის თურქეთში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- თურქულ გუნდ "ესკისეჰირსპორთან" მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანაზე. თურქეთში გადასვლა თავად ოქრიაშვილის სურვილი იყო და დიდი ალბათობით, ორშაბათს ტრანსფერი დასრულებული იქნება.

- იჯარა, გამოსყიდვის უფლებით?
- კი. საუბარი 2,5 მილიონ ევროზეა.

- ბოლო ინტერვიუში თქვით, ოქრიაშვილით ჰოლანდიის, გერმანიის და ბელგიის გუნდები
ინტერესდებიანო. ამ მიმართულებით სიახლე არაფერია?

- კი, არიან მსურველები ევროპაში, კონკრეტულად კი ორი ბელგიისა და ერთიც იტალიის გუნდია, თუმცა მათგან განსხვავებით, თურქეთში ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკას შეპირდნენ. ამ ეტაპზე მთავარი სწორედ ესაა. თანაც, პირადი კონტრაქტის პირობებიც თურქული კლუბისა უკეთესია.

- "ესკისეჰირსპორი" თურქეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი სუპერლიგიდან გავარდება და ოქრიაშვილის გამოსყიდვას მოისურვებს, თორნიკე გუნდს პირველ ლიგაში გაყვება?

- არავითარ შემთხვევაში! კონტრაქტის პირობით, თავის ბედს ოქრიაშვილი თავად გადაწყვეტს - მას თუ არ ენდომება კლუბში დარჩენა, ვერც გამოისყიდიან.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ქართულ ფეხბურთში ფსიქოლოგების დახმარებას პირველად (და მგონი უკანასკნელად)ცხონებულმა ახალკაცმა მიმართა და შედეგიც დადო.მიაქციეთ ყურადღება ამ პრობლემას ბატ.მწვრთნელებო,განსაკუთრებით ბავშვებში და ყმაწვილებში,თორემ კიდევ ბევრი ასეთი (და უკეთესი) ნიჭის ფეხბურთელი დაეშვება საფეხბურთო დაღმართზე.
sake
09 იანვარი 2016 17:27
0
აი პროგრესიც...
ზიქ
09 იანვარი 2016 17:25
0
კაროჩე ეს ხო ვერ გაიზარდა რა :D
ika
09 იანვარი 2016 17:10
0
სასაც სათამაშო პრაქტიკა ექნება იქ უნდა წავიდეს. მშვენიერი ვარიანტია
10
09 იანვარი 2016 16:40
0
სამწუხარო ამბავია.
ფერნანდო
09 იანვარი 2016 16:35
0
ჰმ........
fanat
09 იანვარი 2016 16:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული