"მე აქ თამაშის ღირსი ვარ, აქ არის ჩემი ადგილი და მსურს ყველამ ნახოს ეს"

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 იანვარს, თურქეთში შეკრებაზე მყოფ ბრემენის "ვერდერის" პირველ გუნდში გიორგი პაპუნაშვილმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და თავი აუე-ს კარში გატანილი გოლით გამოიჩინა.
გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" პირველ გუნდშიც გაიტანა [VIDEO]

პირველი გოლით გამოწვეული ემოცია პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს გაუზიარა.

"თითოეული ფეხბურთელისთვის ეს საოცარი შეგრძნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ,რომ ვახერხებ ჩემი შესაძლებლობების ჩვენებას.

ვცდილობ, ყველა აქ მყოფს დავანახო, მე აქ თამაშის ღირსი ვარ, აქ არის ჩემი ადგილი და მიხარია, რომ ყველასთვის რაღაც კარგის გაკეთება შემიძლია.

დიდი მადლობა ყველას იმ გვერდში დგომისთვის
და თბილი სიტყვებისთვის, რომელიც მე დღეს მივიღე.

თამაში საბოლოოდ წავაგეთ და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. პირველ რიგში გუნდის წარმატება არის მთავარი და შემდეგ უკვე ჩემი პირადი გოლი. აქედან გამომდინარე ყველა გულნატკენები ვართ.

დაახლოებით სამ თვეში გადაწყდება, გამომისყიდის თუ "ვერდერი" თბილისის "დინამოდან". ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბრემენელებმა ჩემი გამოსყიდვა მოისურვონ", - გვითხრა პაპუნაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველოსთვისსსსსსსსს. წარმატებებიიიიიიიიიიიი
ლევან
23:14 10-01-2016
0
პაპუნაშვილი და ყააიშვილია ის 2 ფეხბურთელია ახალგაზრდა თაობიდან რომლებიც ითამაშებენ დიდ ფეხბურთს, საქმისადმი დამოკიდებულებიდან ესე ჩანს...
დინამო
00:13 11-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული