კობახიძე: არ მსურს ისეთ გუნდში ყოფნა, სადაც მწვრთნელს არ ვჭირდები

AutoSharing Option
უკრაინულ პრესაში კიდევ ერთხელ გაჩნდა ხმები სანდრო კობახიძის შესაძლო დაბრუნებაზე დნეპროპეტროვსკის "დნიპროში".

Sportall.ge სანდროს დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა.

"ჯერჯერობით ახალი არაფერია. მე პირადად არავინ შემხმიანებია, ამიტომ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.

ახლა თბილისში ვარ, 17 იანვარს "ვოლინს" ვუბრუნდები.

სხვა რომელიმე გუნდში ტრანსფერთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერია, საუბრის დონეზე კი არის ლაპარაკი რამდენიმე კლუბზე. "დნიპროში" დაბრუნების სურვილი თავად კი მაქვს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ისეთ გუნდში ყოფნა, რომლის მწვრთნელსაც არ ვჭირდები. "ვოლინში" თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ", - გვითხრა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კობახიძე "ვოლინში" იჯარის წესით ასპარეზობს. "ვოლინის"
ფანებმა 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელეს.

უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული 16 ტურის შემდეგ 27 ქულით "ვოლინი" მეხუთე პოზიციაზეა, "დნიპრო" კი 28 ქულით მეოთხეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული