გიორგი ნავალოვსკიმ გორის "დილა" დატოვა და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა

AutoSharing Option
გიორგი ნავალოვსკი გორის "დილადან" წავიდა და ყოფილ გუნდს, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" დაუბრუნდა.

sports.ru-ს რუსეთის პირველი ლიგის გუნდის თავკაცმა ალექსანდრ გრიგორიანმა განუცხადა, რომ ქართველ მცველთან მოლაპარაკება დასრულებულია და კონტრაქტი სოჭში, "სკა-ენერგიის" შეკრებაზე გაფორმდება.

29 წლის ნავალოვსკი "სკა-ენერგიაში" ადრეც თამაშობდა, შემდეგ ის "ტოსნოში" გადავიდა და სამშობლოში დაბრუნდა.

"სკა-ენერგიაში" ამ სეზონში გოჩა ხოჯავა და კახა ალადაშვილი თამაშობდნენ, თუმცა დეკემბერში გუნდი ორივემ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი დანაკლისი იქნება დილასთვის. დასანანია რო რუსეთის მეორე ლიგაში წავიდა და თან იმ მიკარგულში. გაქაჩავდა ევროპაშიც
goreli
12 იანვარი 2016 21:37
0
"დილამ" ამით რა მოიგო?
მერაბი
12 იანვარი 2016 20:58
0
დამიჯერეთ გორელებო არ დაგეტყობათ დანაკლისი რაც მაგას აგინეთ მაგის მერე აღარ თამაშობდა, (ნუ არც მანამდე იკლავდა თავს, გამოჩდა მაგის მონდომება პარტიზანთან))))
svani_7
12 იანვარი 2016 18:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული