უკრაინელი ექსპერტი: გიორგი არაბიძე მესისა და მესხს მაგონებს

AutoSharing Option
უკრაინულ საიტზე uafootball.segodnya.ua საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერსა და დონეცკის "შახტარის" ნორჩ ფეხბურთელზე, გიორგი არაბიძეზე საინტერესო სტატია გამოქვენდა. მასში ქართველზე თავის აზრს უკრაინაში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, დამსახურებული მწვრთნელი სერგეი მოროზოვი გამოთქვამს, რომელსაც არაბიძე მესისა და მესხს აგონებს.

* * *
დონეცკის "შახტარის" 17 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თბილისის "ლოკომოტივიდან" უკრაინულ გუნდში 2015 წლის ზაფხულს გადაბარგდა. ცნობისთვის, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ის "ბარსელონას" აკადემიაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა, სადაც კარლეს პუიოლის შვილთან, ერთ გუნდში ითამაშა. ახალგაზრდა ვინგერი ძალიან მალევე იქცა "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდის ლიდერად,
ოქტომბერში კი პირველი გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.

"ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი კი არა, დიდი ტალანტია, რომელიც ტექნიკით ბრაზილიელებს არაფრით ჩამოუვარდება. ერთი-ორი კაცის მოტყუება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, - განაცხადა სპორტულმა ექსპერტმა სერგეი მოროზოვმა. - გიორგის ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და საკმაოდ კარგი მარცხენა ფეხი.

მისი მონაწილეობით ორი შეხვედრა ვნახე, სადაც მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ითამაშა. ჩემი აზრით, მისი შესაძლებლობების დიაპაზონი ბევრად ფართოა - მართალია, ის მემარცხენეა, მაგრამ შეტევის მთელ ფრონტზე შეძლებდა თამაშს და ასევე, გამთამაშებლადაც. თანაც, ასაკისთვის უჩვეულოდ, ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ მდგრადია.

აღნაგობით ლიონელ მესის მაგონებს, თამაშის მანერით კი 1950-60-იან წლებში თბილისის "დინამოს" შემტევ მიხეილ მესხს - ზუსტად ასეთივე თავისებური ფინტები და საწყისი სისწრაფე, ასეთივე არასტანდარტული თამაში, რომელიც ლოგიკას ცდება: როცა მისგან გადაცემას ელოდებიან, ის კაცის მოტყუებაზე მიდის, დარტყმას კი მოუმზადებლად ასრულებს...

იცით, ერთხელ დარიო სრნას ხუმრობით ვკითხე: "დამისახელე 2 ფეხბურთელი იმ "შახტარის" შემადგენლობიდან, რომელიც მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს?". მან კი დაუფიქრებლად მიპასუხა: "კოვალენკო და არაბიძე", - თქვა ექსპერტმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ბიჭი სასწაული ნიჭის პატრონია და ღმერთმა ქნას არ გაენიავებინოს ტალანტი,სამწუხაროდ ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს.მარტო ქინქლაძე გავიხსენოთ... იმედია გიორგი დიდ ფეხბურთს ითამაშებს,ყველამ ერთად ვუსურვოთ წარმატება.
კახა
20:04 17-01-2016
0
წარმატებები გიორგის. ეს ზედმეტად შექება კი ნამდვილად არ წაადგება, ჯერ ეტყვი მესი ხარო, მერე კი თვითონ იფიქრებს სუარესი მაინცო, მერე ხამესი მაინც ხომ ვიქნებიო, მერე იქნებ რაკიტიჩიო....... ასე შეიძლება ისევ ოქრიაშვილამდე კი არა უფრო დაბლაც ჩამოვიდეს.
ამიტომ უკეთესი თუ მოტივაციას გავუჩენთ, ივარჯიშე და მოირგე ეროვნულის მაისური, თავის დროზე
გულშემატკივარი
12:17 15-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული