Transfermakt-ის მონაცემებით, კვირკველიას ფასი, რომელიც ცოტა ხნის წინ 4,5 მილიონ ევროს შეადგენდა, დღეს 5 მილიონამდეა გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ლელოსთან" საუბარში კვირკველიამ განაცხადა, რომ მისით დორტმუნდის "ბორუსია", "ნაპოლი" და "სევილია" ინტერესდებიან, ყაზანური კლუბი კი მის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს მოითხოვს.