გიორგი აბურჯანია "ხიმნასტიკში" ოფიციალურად წარადგინეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გუნდ "ხიმნასტიკში" ოფიციალურად წარადგინეს.

პრესკონფერენციაზე ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისთვის ამ გუნდში გადასვლა წარმატებული ნაბიჯია და იმედოვნებს, რომ "ხიმნასტიკთან" ერთად ლა ლიგაში გადასვლას შეძლებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აბურჯანიამ ჩისკოზეც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა მის "ხიმნასტიკში" გადასვლაში, რადგან სწორედ ესპანელმა დაითანხმა კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი ქართველის გაფორმებაში.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიამ ტარაგონას "ხიმნასტიკთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული