კიეველთა ძირითად შემადგენლობაში 23 წლის ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია გამოჩნდა, რომელიც "დინამო 2"-ში სინჯებზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ჯგერენაია "დინამო 2"-ში სინჯებზე წინა წელსაც იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ მწვრთნელებმა მასთან კონტრაქტის გაფორმება არ ისურვეს.
ჯგერენაია დღემდე "გაგრას" ღირსებას იცავდა. 2012/13 წლებში იგი მარიუპოლის "ილიჩევიცის" დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა, 2013/14 წლების პირველი ნახევარი კი უკრაინულ გუნდ "მიკოლაევში" გაატარა.