გუნდმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარა უკვე, სადაც ანანიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
ვარჯიშის შემდეგ, რუსული კლუბის პრესსამსახურთან საუბარში, ჯანომ მის ტრავმასა და გატარებულ ახალ წელზე ისაუბრა.
- თავს როგორ გრძნობ?
- კარგად. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ფეხის ტკივილს აღარ ვგრძნობ.
- შვებულებაში ყოფნისას სარეაბილიტაციო კურს აგრძელებდი?
- კი, თბილისში. საქართველოს ნაკრების ბაზაზე გუნდის
- ბაკურიანში ცნობილი ტრამპლინი იყო, რომლიდანაც თავის რეკორდულ ნახტომებს კობა წაქაძე ანხორციელებდა...
- ამ დიდებულ სპორტსმენზე მეც მსმენია. ტრამპლინიც ნანახი მაქვს ბაკურიანში. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს უკვე ახალი ტრამპლინია.
- სამწუხაროა, რომ თხილამურებით სრიალიც არ შეიძლებოდა შენთვის...
- საერთოდ, პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის შვებულებაში ყოფნის დროს სპორტის სხვა სახეობებით დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდირებული. მითუმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.
- და ახალ წელს როგორ ხვდებიან პროფესიონალები?
- სადღესასწაულო განწყობით. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა. მათგან განსხვავებით გაზიანი სასმელებისა და სხვა წვენების გარდა, ახალი წლის ღამეს სხვა რამის დალევის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდი. სიმართლე გითხრათ და, ალკოჰოლს საერთოდ ვერ ვიტან. აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ (იღიმის). ასე რომ, ჩემგან თამადა ნაკლებად სავარაუდოა.
- როდის ვივარაუდოთ შენი ვარჯიში გუნდთან ერთად?
- თავს ახლა კარგად ვგრძნობ და მსურს გუნდს შემდეგ შეკრებაზე დავეხმარო, რომელიც მარბელაში გვაქვს. საბოლოო სიტყვა ექიმებზეა, თუმცა ცვლილებები უკეთესობისკენ სახეზეა. ოპერაციამდე ვერც კი დავრბოდი, დღეს კი ამის კეთება შემიძლია, თანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ", - თქვა ანანიძემ.
სტადიონ "ალ ზაეტ სპორტ ცენტრიდან" ჯანო სასტუმროში გუნდთან ერთად დაბრუნდა, საიდანაც სპარტაკელები პირდაპირ სატრენაჟორო დარბაზისკენ გაეშურნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი "სპარტაკის" შემადგენლობაში უკანასკნელად მოედანზე 29 აგვისტოს "ანჟის" წინააღმდეგ გამოჩნდა.
ჯანო ანანიძეზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ჯანო ანანიძე