რას იტყვიან არნემში? გიორგი ხარაიშვილის "ვიტესში" ტრანსფერი ძალიან რეალურია

AutoSharing Option
19 წლის გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი არნემის "ვიტესში" ძალიან რეალურია.

არის შანსი, რომ უახლოეს დღეებში "საბურთალოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი არნემულ კლუბში გადავიდეს, სადაც გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს შეუამხანაგდება.

"ხარაიშვილის თაობაზე ვესაუბრე "საბურთალოს" ხელმძღვანელობას. მათ გამაცნეს თავიანთი პირობები, რომელიც "ვიტესს" გადავუგზავნე.

წესით, უახლოეს ორ დღეში უნდა იყოს პასუხი", - გვითხრა გუშინ "ვიტესის" წარმომადგენელმა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოგა გახოკიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს ვუსურვებ! საქართველოს ჩემპიონატი მითუმეტეს საბურთალოს სკოლა ის დონე არაა ჰოლანდიის ჩემპიონატს , რომ გაწვდეს )
ika
25 იანვარი 2016 18:02
0
კარგი იქნება თუ გადავა ქართველებთან ერთად მალე ადაპტირდება.

საბურთალო ძლიერია. საბურთალო წელს და ყველა მომავალ წლებშიც ჩემპიონი იქნება.
სსსსსსსსს
25 იანვარი 2016 16:14
0
ხარაიშვილს წარმატებები!
ხეჩიკაშვილს ვურჩევდი ცოტა დახარჯოს ფული და საბურთალო გააძლიეროს, თორემ ჭიაბრიშვილს გაუჭირდება ადგილის შენარჩუნება უმაღლესში. სხვა შემთხვევაში მერე არ გაუკვირდეთ რატომ მივიღეთ ეს შედეგიო. (გურია, საპოვნელა, ლოკომოტივი, ზუგდიდი გაძლიერდნენ)
georgian
25 იანვარი 2016 14:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული