მირჩა ლუჩესკუმ, გიორგი არაბიძის გარდა, ყველა ლეგიონერი დაასვენა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" პირველი გუნდი შაბათ საღამოს ამერიკული შეკრებიდან სამშობლოში დაბრუნდა.

მოგეხსენებათ, პირველ გუნდს შეკრებაზე თან ახლდა გუნდის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე.

როგორც უკრაინული ვებგვერდი segodnya.ua იტყობინება, კლუბის ლეგიონერები უკრაინაში არ დაბრუნებულან: "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ყველა ლეგიონერს მეორე შეკრებამდე 3-დღიანი დასვენების უფლება მისცა, გარდა ერთისა - ლუჩესკუმ არაბიძე დაიტოვა.

მეორე შეკრებას "შახტარი" ხვალ ესპანეთში დაიწყებს. დონეცკელები 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. მათი მეტოქეები "პიასტი" (პოლონეთი), ზაგრების "დინამო" (ხორვატია), ლოკომოტივი (საქართველო) და დანიური "რანერსი" იქნებიან.

"შახტარის" და "ლოკომოტივის" შეხვედრა 8 თებერვალს
გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აი გიო ზაან გააპიარეს. იმედია ცუდათ არ იმოქმედებს და წინა მორბედს არ მიბაძავს მაგრამ კარგია ლუჩესკუ რო ყურადგებას აქცევს იმედია გაზრდის ფეხბურთელად
ჩორნა
02:05 02-02-2016
0
100 % გეთანხმები ყველაფერში ერთს დავამატებ ჯერ ვერ ვხედავ ვაკოს ტოპ გუნდში ვერსად. მაგის თამაში არ გამიმაზავს მაგრამ რაც მთავარია მონდომება იგრძნობა მისგან. მთლად ნუ დაუკარგავთ ვაკომ წინა სეძონში ბოლო თამაშებში აიდგა ფეხი ჯერ წინ მეორე წრეა თან რეგულარულად გააქვს თითქმის მაგრამ ჯერ ნუ გაუშვებთ ტოპ კლუბში. იმედი მაქვს მოუმატებს თითქოსდა რაღაც მომენტებში არ ვიცი გამოცდილება აკლია არ ვიცი იბნევა: ))
max maraS
02:03 02-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული