როდის განვაახლებ თამაშს, ჯერ არ ვიცი - სანდრო კობახიძე თბილისში მკურნალობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე თბილისში მკურნალობს მხრის ტრავმას, რომელმაც მას დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ერთად შეკრებაზე გამგზავრების საშუალება არ მისცა.

არადა, "დნიპროში" დასამკვიდრებლად, 28 წლის კობახიძეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მირონ მარკევიჩის ნდობა სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენებური კონტრაქტით დნეპროპეტროვსკული კლუბის კუთვნილებაა, წინა სეზონი კი ლუცკის "ვოლინში" გაატარა, სადაც საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"თბილისში ვარ და ვმკურნალობ. რეაბილიტაციის კურსს გავდივარ, რათა მალე გამოვჯანმრთელდე, მაგრამ როდის განვაახლებ თამაშს, ჯერ არ ვიცი", - გვითხრა გუშინ კობახიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!!!!
გუჯა კახაძე
01:55 03-02-2016
0

სიახლეები პოპულარული