21 წლის საყრდენი ნახევარმცველი ახალი გუნდის ფორმით პირველად 23-ე ტურში, "ტენერიფესთან" მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა. ბოლო ტურში კი, "ჟირონასთან" (1:1 სტუმრად), ტარაგონელთა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე მორენომ ქართველი სულაც ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელადაც ათამაშა.
აბურჯანიამ მწვრთნელისა და "ხიმნასტიკის" ქომაგთა იმედები გაამართლა. ის მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 29-ე წუთზე აბურჯანია საკუთარი ნახევრიდან ბურთიანად დაიძრა მეტოქის საჯარიმოსკენ და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ხოსე ნარანხო, რომელმაც
Radio Tarragona: დღეს "ხიმნასტიკის" ფანების ახალი კერპი დაიბადა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: აბურჯანიას საგოლე პასი, კაშიას დაბრუნება [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: აბურჯანიას საგოლე პასი, კაშიას დაბრუნება [VIDEO]
სოციალურ ქსელში გიორგი აბურჯანიას ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ თანაგუნდელთა შორის მან ყველაზე მაღალი შეფასება - 7,7 მიიღო. გუშინ მას ესპანეთში დავუკავშირდით. აბურჯანიამ ინფორმაცია დააზუსტა.
"როგორც აქაურებმა მითხრეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის მატჩებს აშუქებს და შეფასებებსაც აკეთებს. რამდენადაც ვიცი, არა მხოლოდ "ხიმნასტიკში", არამედ ორივე გუნდში სწორედ მე დამიწერეს საუკეთესო შეფასება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
რაც შეეხება ადაპტაციას, ვერ ვიტყვი, რომ უკვე დავასრულე ეს პროცესი და გუნდს სრულად შევეგუე. აქაურ ფეხბურთსა და ახალ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვეჩვევი. მაგრამ იმედი მაქვს, მალე საბოლოოდ გავშინაურდები და გუნდს უფრო წავადგები.
ისე, "ჟირონასთან" უნდა მოგვეგო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დასანანია, რომ ქულები დავკარგეთ. არადა, ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადასვლა შეგვეძლო", - ამბობს აბურჯანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"