კობა შალამბერიძე "ოდრასგან" თავისუფალია

AutoSharing Option
კობა შალამბერიძე პოლონური "ოდრასგან" თავისუფალია და ახალ კლუბს ეძებს. დიდი ხანია, 26 წლის ქართველ ნახევარმცველს "ოდრას" დატოვება სურდა და მიზანს მხოლოდ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაში შეტანილი საჩივრის საშუალებით მიაღწია.

კობას ამ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ რაკი "ოდრა" ფეხბურთელებს სახელფასო დავალიანებას ვერ უსტუმრებდა, შალამბერიძისა და კიდევ არაერთი მოთამაშის წასვლა ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავი იყო, ფეხბურთელები მხოლოდ ფედერაციის თანხმობას ელოდნენ.

შალამბერიძე "ოდრას" წინა სეზონში შეუერთდა. იმ დროისთვის გუნდი "ქსტრაკლასას"აუტსაიდერი იყო და ელიტიდან გავარდა კიდეც. მიმდინარე სეზონში კობა "ოდრას" ძირითად შემადგენლობაში
საკმაოდ ხშირად თამაშობდა და პოლონურ მედიაშიც მის თამაშს ხშირად დადებითად აფასებდნენ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული