როგორც ჰოლანდიური voetbalzone.nl-ი Sport TV-ზე დაყრდნობით წერს, ჩინური გუნდი ყაზაიშვილის თაობაზე უახლოეს დღეებში "ვიტესისთვის" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ არნემელები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას დათანხმდებიან.
"გუანჯოუმ" ჩინეთის სუპერლიგის გასული სეზონი 31 ქულით მე-14 ადგილზე დაასრულა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 26 თებერვალს იხურება.
მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილის ანგარიშზე 7 გოლია.
ვაკო წ ა დ ი ჩ ი ნ ე თ შ ი