"ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ თავისი საუკეთესო თამაში "ელჩეს" წინააღმდეგ აჩვენა. ეს აბურჯანიას მესამე თამაში იყო ახალ გუნდში და მან უკვე მეორე საგოლე პასი გააკეთა, კვლავ ნარანხოს მისამართით.
"მშვენიერია, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მეტის თქმაც შეიძლება", - აცხადებს "ხიმნასტიკის" თავკაცი ვისენტე მორენო.
ქართველი ტარაგონაში წლის დასაწყისში მოვიდა, მაგრამ მალევე გამოავლინა თავისი ოსტატობა, საყრდენ ნახევარმცველად თამაშისას და ახლა რთულია წარმოიდგინო აბურჯანია სასტარტო 11-ეულის
აბურჯანიას სამშობლოდან მოშორებით ცხოვრების, ახალი ენის, კულტურისა და გუნდის შეგუების გამოცდილება უკვე ჰქონდა, რაც მას ტარაგონაში უდავოდ გამოადგა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ახლახან გახდა 21 წლის, აბუ (როგორც მას ახალი თანაგუნდელები ეძახიან) მოედანზე დაღვინებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამან მწვრთნელიც კი გააკვირვა. "ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია", - ამბობს ვისენტე.
პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს - თვეზე მეტია გიორგი ტარაგონაშია, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობს ესპანურად. საამისოდ მას დაჩქარებულ კურსებს ჩაუტარებენ. "პრაქტიკულად, ყველაფერი მესმის ესპანურად", - ამბობს აბურჯანია.
იანვრის დასაწყისში ჩამოსულ ქართველს დებიუტისთვის სამი კვირა მოცდა მოუწია. ის ვარჯიშობდა და ნელ-ნელა ეგუებოდა გუნდს. "ტენერიფესთან" 15 წუთი ბევრზე ვერაფერზე მეტყველებდა, დროის სიმცირის გამო.
ჟირონაში კი ის პირველად იყო სასტარტოში, რომელიც შესანიშნავი გამოდგა - 29-ე წუთზე ნარანხოს დიდებული საგოლე პასი მისცა.
ერთ კვირაში ქართველმა და ანდალუსიელმა იგივე "ელჩესთან" მატჩში გაიმეორეს. "აბუმ" თავის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი, სპრინტით გასცდა "ელჩეს" ორ ფეხბურთელს, შეიქმნა სივრცე და წინ წაიწია. მის წინ ორი მეტოქე აღიმართა და აქ აბურჯანიამ დიდი ტექნიკური ოსტატობა გამოავლინა, მცირე მოძრაობებით მარცხნივ და მარჯვნივ, ორი ნახევარმცველი ჩამოიცილა და დიდებული პასი გააკეთა.
აბურჯანიას სულ 195 წუთი აქვს ნათამაშები, მაგრამ გუნდში საგოლე პასებით მხოლოდ ემანა სჯობს (6 საგოლე პასი).
თავიდან ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რას მოიმოქმედებდა ფეხბურთელი უცნობი კვიპროსული ლიგიდან, მაგრამ დებიუტი დიდებულია.
მხოლოდ დრო გვიჩვენებს, როგორ გაგრძელდება ეს ისტორია. მაგრამ დასაწყისი შთამბეჭდავია".