შოთა არველაძეს პაოკ-ის შეფობა მოსალაპარაკებლად თურქეთში ჩააკითხავს

AutoSharing Option
უფრო და უფრო იზრდება შანსი, რომ შოთა არველაძემ ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი - სალონიკის პაოკ-ი ჩაიბაროს.

როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, ბერძნული კლუბის შეფობა შოთას თურქეთში ჩააკითხავს, რათა სამომავლო კონტრაქტის პირობები შეათანხმოს.

როგორც ვწერდით, შოთა ბერძნებისგან ფინანსურ გარანტიებს ითხოვს და ეს იქაური კლუბების რეპუტაციიდან გამომდინარე, წინდახედული ნაბიჯია.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს 42 წლის სპეციალისტი თურქულ "ტრაბზონსფორს" წვრთნიდა. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების გაწვრთნა იუარა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული