ჯანო ანანიძის სუპერგოლი

AutoSharing Option
ჯანო ანანიძემ დანიურ "ნორდსიელანდს" ამხანაგურ მატჩში ისეთი გოლი გაუტანა, როგორც ჩვენი რუსი კოლეგები წერენ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს თურმე მეტოქე გუნდის სათადარიგო ფეხბურთელებმაც კი ტაში დაუკრეს.

შეხვედრაში, რომელიც რუსეთის სახალხო გუნდმა დიდი ანგარიშით - 4:0 მოიგო, ანანიძე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.

"სპარტაკის" თავკაცმა ვალერი კარპინმა ჯანო მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ, 46-ე წუთზე, დრინჩიჩის ნაცვლად შეუშვა. გოლი კი, რომელიც ანანიძის 40-მეტრიან სოლორეიდსა და "ნორდსიელანდის" მცველის ეფექტურად გაბითურებას მოჰყვა, ქართველმა 72-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში 4:0 გახადა.

შეხვედრა ესპანურ ლა მანგაში გაიმართა, სადაც
"სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებას გადის. მოსკოველებს მომდევნო ტესტმატჩი ბუქარესტის "რაპიდთან", 7 თებერვალს აქვს დაგეგმილი.






.





მკითხველის კომენტარები / 8 /
დადეტ რა ვინემ გოლი. თუ ვერავინ ვერ ნახულობს?
chesniakov
22:38 06-02-2011
0
თხოვნა. დაგვიდოთ ვიდეო.
ნაც.დათო
22:00 05-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული