''მაქაბიმ'' საჯაია და არზიანი არ დაიტოვა

AutoSharing Option
ჰაიფას "მაქაბიში" სინჯებზე მყოფებმა - ედიკ საჯაიამ და ზურაბ არზიანმა ებრაული კლუბი უკვე დატოვეს. იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა სინჯები და რა ვითარებაში აკვირდებოდნენ მათ გუნდის თავკაცი ელიშა ლევი და მისი ქართველი ასისტენტი გიორგი დარასელია, ''მაქაბის" ფორვარდ ლადო დვალიშვილს დავეკითხეთ.

''ყოველთვის მინდოდა, რომ ''მაქაბიში" ჩემს გარდა სხვა ქართველებსაც ეთამაშათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. თავიდან თითქოს ისე ჩანდა, რომ მათ ამის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ეს ტრანსფერები ვერ განხორციელდა.

საჯაიამ და არზიანმა რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს და მხოლოდ ერთ საკონტროლო მატჩში
მიიღეს მონაწილეობა. ეს შეხვედრა ''მაქაბიმ" ისრაელის ქვედა ლიგის ერთ-ერთ გუნდთან ჩაატარა, თამაში ჩვენმა მწვრთნელებმა საგანგებოდ ქართველ და გასინჯვაზე მყოფ სხვა ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად მოაწყვეს. ''მაქაბის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა უმეტესობას არ უთამაშია, მოედანზე არც მე ვყოფილვარ", - გვითხრა ლადომ.

შეგახსენებთ, საჯაიამ რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებული ნიჟნი ნოვგოროდის ''ვოლგა" დატოვა, ხოლო არზიანი ბოლოს მახაჩყალის '''ანჟიში" თამაშობდა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული