"როსტოვმა" ნიკა კაჭარავა ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
როსტოვის "როსტოვმა" რუსეთის ჩემპიონატის განაცხადში გუნდის ქართველი ახალწვეული ნიკა კაჭარავა შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა კონტრაქტი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ "როსტოვთან" ამ წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გააფორმა და რამდენიმე ტესტ-მატჩშიც ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია.

22 წლის კაჭარავა ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც 15 მატჩში გატანილი 13 გოლით უმაღლესი ლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები..
ბარსა
21:27 28-02-2016
0
ნიჭიერი ფორვარდია ნაკრებს რომ სჭირდება ისეთი წარმატებები რუსეთის ლიგა ძლიერი ჩემპიონატია იმედი მაქვს შეყრის გოლებს )) წარმატებები
sdfsd
18:06 27-02-2016
0

სიახლეები პოპულარული