ზაზა ჯანაშია: რუსეთთან განშორება ძალიან გამიჭირდა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ახლო წარსულში ცნობილ ფორვარდ ზაზა ჯანაშიას თებერვალში 40 წელიწადი შეუსრულდა და რუსული კლუბის საიტმა თბილისში მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ჯანაშია 1996-2001 წლებში თამაშობდა მოსკოვის "ლოკომოტივში".

"ძალიან გამიჭირდა რუსეთთან დამშვიდობება, თუმცა თბილისში ბრწყინვალედ ვარ, ისე არა, როგორც მოსკოვში, მაგრამ მაინც. მყავს საუკეთესო მეუღლე, ბავშვები, მაქვს სახლი.

ახლა ვსწავლობ სამწვრთნელო საქმეს. მალე A კატეგორიას მივიღებ, შემდეგ კი "პრო"-ს ჯერია. პარალელურად, ბავშვებს ვწვრთნი თბილისის "დინამოს" აკადემიაში.

ვნანობ, რომ "ლოკომოტივიდან" წამოვედი. შემეძლო ბავშვების გაწვრთნა ან რამე თანამდებობაზე მუშაობა, მაგრამ მაშინ ყველა წავიდა
"ლოკოდან". მარტო დარჩენა არ მინდოდა.

ახლა უკვე ისევ მივეჩვიე საქართველოს და აქედან წასვლა გამიჭირდება. ახლანდელი "ლოკომოტივი" მომწონს და ვგულშემატკივრობ. შევეცდებით, საქართველოში გავუზარდოთ მას ფეხბურთელი", - განუცხადა ჯანაშიამ ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 23 /
მოსკოვის ლოკოდან ჩამოვიდნენ დაბადების დღის მისალოცად და ინტერვიუს ასაღებათ. აკ არც არავის გახსენებია მარტო თარგმნა იციან და იმასაც ცერ ახერხებენ. ამოგლეჯილი ფრაზები მეტი არაფერი სირცხვილია.
luka
01 მარტი 2016 16:48
0
კარგად მახსოვს , კოპენჰაგენის კარში გატანილი ულამაზესი გოლი... თან იმხელა ღიპით თამაშობდა, მაგრამ ყველაზე ჯიგრიანად და აზრიანად თამაშობდა .
Vaso
01 მარტი 2016 15:31
0
იური სიომინის დამსახურებაა რომ ზაზამ ლოკო--ში კარგი სახელი დატოვა
გელა
01 მარტი 2016 15:24
0
ადამიანს ენატრება თავის წარსული და აშკარად ნანობს არ გადადგმულ ნაბიჯებზე,,,რუსეთუმეობა სად გამოიხატება?! :)

სერიოზული პრობლემები გაკვთ :(

ლოკომოტივ უკავშირდება ზაზას წარსული და ბარსელონაში ხომ არ მოენატრებოდა?!
vova
01 მარტი 2016 13:45
0
ასე იყო თუ ისე იყო მაინც კარგი ფეხბურთი ითამაშა. დღეს ჯანაშიას დონის თავდამსხმელი საერთოდ არ გვყავს სამწუხაროდ. მჭედლიძის იმედზე ვართ რომელსაც 15 თამაშში 1 გოლი გააქვს.
გიო
01 მარტი 2016 13:35
0
წარმატებები ზაზას!!!! გვერდზე რომ მანდილოსანი გიდგას, ვინ არის? რა მშვენიერია!!!
natali
01 მარტი 2016 13:34
0
ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებას. სერიოზული ტალანტი იყო, უნიჭიერესი თავდამსხმელი. ულფ კირსტენის ტიპის ფორვარდი. თუმცა რად გინდა, უდისციპლინო, არასპორტული ხასიათის ფეხბურთელი. ჭამა-სმას გვერდს ვერ უვლიდა, პლუს ვარჯიშიც ეზარებოდა.
ეგ რომ შრომისმოყვარე ყოფილიყო მსოფლიოში ცნობილი ფორვარდი იქნებოდა.
georgian
01 მარტი 2016 13:18
0
ერთხელ შევესწარი სერიოზულ ჩხუბს, იმაზე თუ რომელი ღვინო სჯობია - ევროპული თუ კახური. ასეა ესეც: კაცს მოსწონს და ენატრება რუსეთი და რა არის ამაში მიუღებელი? ზოგს შეიძლება ტაილანდი ენატრებოდეს, ზოგს კიდევ ანგოლა ან მოზამბიკი.
pele
01 მარტი 2016 12:36
0
უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, ჩივაძის ტაობის დარასელიას თაობის მერე ყველაზე ნიჭიერი იყო ქინქლაძის შემდდეგ, მარადონას სატამაშო სტილი ქონდა, ოღონდ ზალიან ზარმაცი იყო, თორემ უფრო დიდი ფეხბურთს ითამაშებდა..
HOO
01 მარტი 2016 12:21
0
შენ ვიღაცა ხარ შეურაცხყოფის გარეშე არ შეგიძლია აზრის დაფიქსირება?!
ეზოდან გასული შენ არა ხარ გეტყობა. 20ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. შენზე მეტი მაქვს ნანახი.
ჯანაშიას კიდევ იმიტომ მივეცი შენიშვნა, რომ ამდენს არ უნდა წუწუნებდეს რუსეთზე.
მაგაზე დიდხანს უთამაშიათ სხვებს რუსეთში, მაგრამ რუსეთს მასე არ მისტირიან.
georgian
01 მარტი 2016 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული