გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგის კლუბში გადასვლის შანსი აქვს?

AutoSharing Option
როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას ბუნდესლიგური კლუბები აკვირდებიან და არის შანსი, უახლოეს მომავალში მან ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში გააგრძელოს კარიერა.

ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ფაქტია, "დუისბურგი" გავარდნის პირასაა და ასეთ დროსაც კი, ჭანტურიას მეტწილად შეცვლებზე უწევს თამაში. თან გუნდიც ვერ არის ისეთი, ჩვენებურის სტილს რომ მოუხდება - უფრო დაცვითი ფეხბურთისკენაა მიდრეკილი, გატანაზე მეტად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს...

მოკლედ, სეზონის დასასრულს უნდა დაველოდოთ.

გუშინ "ლელომ" რამდენჯერმე უნაყოფოდ სცადა ჭანტურიასთან დაკავშირება. იმედია, ის მალე
თავად გაგვარკვევს სიტუაციაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
მიუხედავად იმისა რომ არაპროფესიონალია, მართლა ნიჭიერია და მაგრად მინდა რომ კარგ დონეზე ითამაშოს, ერთ თამაშ უყურე დუისბურგის და სუ ტყუილა არ ათამაშებენ ყველას ჯობია ერთი თავით... უბრალოდ ისევ ეს დისციპლინა რაა :( რა გახდა რომ მოინდომოს არ ესმის ნეტა თვითნ რომ თავდადების გარეშე არაფერი გამოვა? :(
1
01 მარტი 2016 12:22
0
ღმერთმა ქნას ბუნდესლიგაში გადავიდეს.
ლაშა
01 მარტი 2016 12:15
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ბუნდესლიგის რომელი კლუბი აიყვანს ფეხბურთელს, რომელიც მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერში ვერ ხვდება სტაბილურად ძირითადში? ლელო არ მოგწყინდათ მარად პერსპექტიული უსაქმურების ეს იაფასიანი "რეკლამა"
jondo
01 მარტი 2016 12:12
0
...ძნელად დასაჯერებელია
ზაზა
01 მარტი 2016 12:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული