15:59 03-03-2016
ქართველმა "ფრანკფურტის" მცველი გააწამა - გერმანული მედია გიორგი ჭანტურიაზე
AutoSharing Option
22 წლის შემტევმა ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ბევრი იაქტიურა და 76-ე წუთზე ონუეგბუს საგოლე პასი გააკეთა. ეს მისი პირველი საგოლე პასია II ბუნდესლიგაში.
"ჭანტურიამ თავის ფლანგზე პრობლემები შეუქმნა ჰაჯი საფის, რომელმაც ვერაფრით შეძლო ქართველის გაკონტროლება", - წერს "ბილდი".
"მაისნერმა და ჭანტურიამ გადაარჩინეს "დუისბურგი", - წერს reviersport.de. - ქულების თვალსაზრისით, ამ თამაშმა ბევრი ვერაფერი შემატა გუნდს, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს შეხვედრა დიდი მნიშვნელობის გამოდგა.
ჩვენ გამოვარჩიეთ მცველი თომას მაისნერი, რომელმაც ბოლოს გაათანაბრა და შემტევი გიორგი ჭანტურია".
ჩვენებურმა ამ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქამდე მხოლოდ ერთი გოლით იყო გამორჩეული, რომელიც მან "პადერბორნის" კარში მე-10 ტურში გაიტანა (მისთვის სადებიუტო შეხვედრაში). მაშინ მან "კიკერისგან" 2 ბალი დაიმსახურა.
"ფრანკფურტთან" შეხვედრაში გიორგის თამაში "შპორტალმა" 2,5 ბალით შეაფასა. ასეთი მაღალი შეფასება ორივე გუნდში კიდევ 3-მა ფეხბურთელმა მიიღო.
"ფრანკფურტთან" მატჩში ჭანტურია 72-ჯერ შეეხო ბურთს, კარში ერთხელ დაარტყა და მის წინააღმდეგ წესი სამჯერ დაარღვიეს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძლივს გამოფხიზლდა ეს ბიჭი, იმედია ერთ მატჩიანი გამონათება არ იყო
0
0
ბოღმებო რა მოგიღიათ პირი ამ ბიჭზე წინა თამაშშიც საუკეთესო იყო და ეხლაც საუკეთესო იყო იმ 1 საგოლე პასის გარდა 3 საგოლე პასი გაუფუჭეს 100%-ანები და ყველა მომენტს ეს ქმნიდა. ნაკრებში თითქოს უკეთესი იყოს ვინმე ამის პოზიციაზე გამოვიდა ალბანეთთან და გოლი და საგოლე პასი გააკეთა. დრო არ ეძლევა სათანადო ნაკრებში თორემ ამაზე დიდი პოტენციალის ფეხბურთელი ნაკრებს არ ყავს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული