ლეგიონი: გიორგი ლორიას გაუტანეს, ნიკა კაჭარავა არ ათამაშეს

AutoSharing Option
ზამთრის შესვენების შემდეგ რუსეთის პრემიერლიგა ქართველების გუნდების, "კრილია სოვეტოვეტოვისა" და "როსტოვის" შეხვედრით განახლდა. თუმცა მე-19 ტურის ამ მატჩში0 მხოლოდ გიორგი ლორიამ ითამაშა. სტუმართა ფორვარდი ნიკა კაჭარავა კი, რომელიც "როსტოვში" ამ ზამთარს გადავიდა, სათადარიგო იყო.

მინიმალური ანგარიშით გამარჯვება "როსტოვს" დარჩა. ლორიას კარში გოლი 29-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ გავიდა. საქართველოს ნაკრების მეკარე ამ ეპიზოდში უძლური იყო... აღსანიშნავია, რომ "კრილიას" გათანაბრების კარგი შანსი მეორე ტაიმში ჰქონდა, თუმცა 11-მეტრიანიდან გატანა ვერ შეძლო.

ამ გამარჯვების შემდეგ "როსტოვი" 37 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერ მოსკოვის ცსკა-ს
დაეწია, რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. "კრილია" 19 ქულით მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ცხინვალიდან წაყვანილი ეგრევე ძირითადში იქნება ? :D
0

სიახლეები პოპულარული