აზერბაიჯანული მედია: ბაქოს "ნეფთჩის" გიორგი ლორიას გადაბირება სურს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 30 წლის მეკარის, გიორგი ლორიას გადაბირება ბაქოს "ნეფთჩის" სურს.

იქაური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი ახლა ცუდ დღეშია და სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ცვლილებების მოლოდინშია. "ნეფთჩი" ახლა მხოლოდ მე-7 ადგილზეა აზერბაიჯანის 10-გუნდიან უმაღლეს ლიგაში.

აზერბაიჯანელები რას წერენ, ერთია და, ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ძნელი წარმოსადგენია, ლორია "ნეფთჩიში" გადავიდეს - ის ახლა რუსული პრემიერლიგის ბინადარ "კრილია სოვეტოვის" ძირითადი მეკარეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალობა დღეს,აზერბაიჯანი,რუსეთი და უკრაინა,ვერც ვაისი,ვერც პრაისი ჩვენს გაჭივრებას ვერ უშველის,ყველაფერში გაგვწირა უფალმა,ფეხბურთშიც და პოლიტიკაშიც,სირცხვილია ხალხო,სირცხვილი.ჩემი მტერი იქნა კობიაშვილის და მუჯირის იმედად.
roma
11:50 18-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული