22:42 18-03-2016
ლეგიონი: ჯანო ანანიძე - ბრწინვალე საგოლე პასი 7 წუთში [VIDEO]
AutoSharing Option
ანანიძის გუნდი მოსკოვის "სპარტაკი" მახაჭყალის "ანჟის" ესტუმრა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:0.
ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო, მოედანზე კი მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 2:0 იყო და 7 წუთში საგოლე პასიც მიითვალა. მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ჯანომ, ოსტურატური გადაცემით ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ კვინსი პრომესს ფეხზე "დაასვა".
ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ ანანიძის გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ანანიძე 29 მარტს ყაზახეთის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგური მატჩისთვის ნაკრებში გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული