ჯანო ანანიძე რუსეთში ტურის "ჯოკრად" დასახელდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსულმა ვებგვერდმა sportsdaily.ru-მ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე ტურის "ჯოკრად" დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ჯანომ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ანანიძის გუნდი მახაჭყალის "ანჟის" სტუმრობდა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:0.

ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო, მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 2:0 იყო და 7 წუთში ბრწყინვალე საგოლე პასიც მიითვალა. მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ჯანომ ოსტატური გადაცემით ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ კვინსი პრომესს ფეხზე "დაასვა".

ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ ანანიძის გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილში
მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული