გამარჯვების გოლი 47-ე წუთზე აჩილი ემანამ გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ხიმნასტიკი" ლიგა ადელანტეს სატურნირო ცხრილში 51 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა. ლა ლიგაში პირდაპირ გადასასვლელად "ხიმნასტიკმა" მინიმუმ მეორე ადგილი უნდა დაიკავოს.
ამჟამად საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება:
1. ლეგანესი 54 ქულა
2. ალავეის 53
3. ხიმნასტიკი 51
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.