თემურ ქეცბაია მელოტთა მსოფლიოს ნაკრებში ზიდანთან, ანრისთან და სხვებთან ერთად

AutoSharing Option
ბრიტანულმა unilad.co.uk-მა მელოტ ფეხბურთელთა მსოფლიოს ნაკრები შეადგინა, რომელშიც თემურ ქეცბაიაც მოხვდა.

ქეცბაია სიმბოლურში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე შეიყვანეს.

"ოკ, როგორც ჩანს, მელოტების უმეტესობა "გიჟია", ამის მაგალითია თემურ ქეცბაია.

"ქართველი ნახევარმცველი ბევრს 1998 წლის "ბოლტონთან" მატჩით გვახსენდება, როცა მან უცნაურად აღნიშნა გოლი. თემური ბანერს მისდგა და მერე ტრიბუნაზე გადაეშვა. მისი გაჩერება "ნიუკასლის" ფეხბურთელებმაც ვერ შეძლეს.

ახლა აპოელ-ის თავკაცია, თუმცა 48 წლის სპეციალისტი არ მალავს, რომ მომავალში "ნიუკასლის" გაწვრთნა სურს. ეს მოხდა 2015 წელს, როცა გუნდი ალან პარდიუმ დატოვა. სამწუხაროდ, მაიკლ ეშლიმ სხვანაირად
გადაწყვიტა და ამით ინგლისურ ფეხბურთს ერთ-ერთი გამორჩეული ხასიათის ადამიანი დაუკარგა", - წერს საიტი.

მელოტთა მსოფლიოს ნაკრებში მოხვდნენ: ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) - დენი მილსი (ინგლისი), ფრანკ ლებეფი (საფრანგეთი), იააპ სტამი (ჰოლანდია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია) - ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ჯონჯო შელვი (ინგლისი), თომას გრავესენი (დანია), თემურ ქეცბაია (საქართველო) - ჯანლუკა ვიალი (იტალია), ტიერი ანრი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 7 /
"სამპდორიაში" ვიალი და ლომბარდო გლიჯავდნენ.
gigoia
30 მარტი 2016 13:56
0
ვიალი მაგარი იყო.
gigoia
30 მარტი 2016 11:19
0
შეხვედრა მელოტები და ქოჩრიანები, ცოლიანები და უცოლოები,მეგრელები და გურულები ჩრდილოეთი და სამხრეთი,და ა.შ.
ეს ისე, ხუმრობით.
ისე ცუდი გუნდი არ უნდა იყოს.მწვრთნელი-ლუჩიანო სპალეტი,მსაჯი-პიერლუიჯი კოლინა.
gigoia
30 მარტი 2016 11:13
0
შეხვედრა მელოტები და ქოჩრიანები, ცოლიანები და უცოლოები,მეგრელები და გურულები ჩრდილოეთი და სამხრეთი,და ა.შ.
ეს ისე, ხუმრობით.
ისე ცუდი გუნდი არ უნდა იყოს.
gigoia
30 მარტი 2016 11:11
0
shelvia da cambiaso araa :D :3
fc inter
29 მარტი 2016 17:46
0
shelvia da cambiaso ara? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
...............
29 მარტი 2016 17:46
0
ატილიო ლომბარდო, მაგარი კაცი, ქეცბას, გრავესენს, მილსს და შელვის ათი მელოტი თავით სჯობდა
levan
29 მარტი 2016 17:06
0

სიახლეები პოპულარული