
Foot Mercato-ს ცნობით, "მანჩესტერის" ახალი თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი გუნდის მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნითაა დაინტერესებული.
გამოცემის მტკიცებით, რეტკლიფის კომპანია Ineos-ი ზიდანს გუნდში ეპატიჟება. ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-კლოდ ბლანი ზიდანთან კარგ ურთიერთობაშია და როდესაც პსჟ-ში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა, მასთან შეთანხმებას ცდილობდა.
თუმცა, აღნიშნულია, რომ "მანჩესტერს" ზინედინის დათანხმება გაუჭირდება, რომელიც 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.