გიორგი არაბიძის ბრწყინვალე საჯარიმო და გოლი "შახტარის" 19-წლამდელებში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდში საჯარიმოდან გატანილი ბრწყინვალე გოლით გამოირჩა გიორგი არაბიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის გოლმა "შახტარს" გამარჯვება უკრაინის ჭაბუკთა ჩემპიონატის XXII ტურის ცენტრალურ მატჩში, ლიდერ "ოლიმპიკთან" მოუტანა - 1:0.

ახლა "შახტარს", "ოლიმპიკის" მსგავსად, 44 ქულა აქვს.

არაბიძემ საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ მატჩის 77-ე წუთზე შეასრულა. მანამდე კი რამდენჯერმე დაემუქრა მეტოქის კარს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგის დარტყმული სულაც "ოლიმპიკის" კარის ხარიხას მოხვდა.

საინტერესო კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ დამარცხებული გუნდის თავკაცმა იგორ კლიმოვსკიმ, რომელმაც თამაშში მხოლოდ გიორგი გამოარჩია:

"ვიმედოვნებდით, რომ ერთ ქულას მაინც გამოვრჩებოდით. მაგრამ შეხვედრის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა - პრაქტიკულად ყველაფერს, რაც მოედანზე ხდებოდა, არაბიძე ქმნიდა, ვისგანაც მოდიოდა საფრთხე.

დაცვიდან ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე. "შახტარს" პირველ ტაიმში ნახევრადმომენტი ჰქონდა, მეორეში კი - ხარიხა და გოლი საჯარიმოდან, მეტი სახიფათო მომენტი არც ყოფილა. მაგრამ არაბიძეს საკმაო ოსტატობა აღმოაჩნდა საიმისოდ, რომ გაეტანა და თავისი გუნდისთვის გაემარჯვებინა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამოჩენაზე რო საუბრობენ უ19 შანსი მისცა მწვრთნელმა ვინც არიცით ნუ ლაპარაკობთ უაზრობებს თუ გაინტერესებთ მკითხეთ და გეტყვით რა როგორ იყო
Beqa
13:45 05-04-2016
0
სხვათაშორის, გიორგის 18 წელი მარტში შეუსრულდა.
ირაკლი
20:08 04-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული