ლეგიონი გუშინ: ჯაბა ლიპარტიას ორი საგოლე პასი ერთ საათში

AutoSharing Option
6 აპრილს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა უკრაინაში, კვიპროსში, პორტუგალიასა და აზიის ჩემპიონთა თასზე ითამაშეს.

უკრაინის თასზე "ოლექსანდრიამ", ყველასთვის მოულოდნელად, საპასუხო მეოთხედფინალი სტუმრად მოუგო კიევის "დინამოს" - 1:0. პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. ასე რომ, ნახევარფინალში გავიდა "ოლექსანდრია", რომლის ღირსებას დავით თარგამაძე იცავს. მას ფეხი აქვს მოტეხილი და კარგა ხანს ვერ ითამაშებს.

ნახევარფინალშია "ზორიაც". ლუგანსკელებმა შინ 5:0 მოუგეს "ვოლინს". პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. 59 წუთი ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა "ზორიას" ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ლიპარტიამ.

"დნიპრომ" პირველ მატჩში გამარჯვების (3:0) შემდეგ მეორე
შეხვედრაც იოლად (4:1) მოუგო "სტალს". დნეპროპეტროვსკელთა რიგებში არ უთამაშია სანდრო კობახიძეს.

* * *
კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აპოელ-ი შინ დაუზავდა "აპოლონს" - 1:1. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა შეხვედრა რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრეს.

* * *
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში "ჟილ ვისენტემ" შინ 0:2 წააგო "ატლეტიკოსთან". მასპინძელთა რიგებში 61 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ. "ჟილ ვისენტეს" მეორე ტაიმის დასაწყისშივე ფეხბურთელი გაუძევეს.

იმავე ლიგაში "ფეირენშემ" შინ 1:1 დაასრულა მატჩი "გიმარაეშის" მეორე გუნდთან. გიორგი მაკარიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია.

* * *
აზიის ჩემპიონთა თასზე კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" შინ 1:0 მოუგო ირანულ "სეპაჰანს". უზბეკური კლუბის ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული