ლეგიონი გუშინ: გიორგი ლორიამ "ლოკომოტივს" არ გაატანინა

AutoSharing Option
11 აპრილს გამართულ რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში სამარის "კრილია სოვეტოვი" შინ დაუხვდა პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერს, მოსკოვის "ლოკომოტივს" და ზავით დაშორდა - 0:0.

90 წუთი ითამაშა სამარელთა ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ.

რუსეთის პირველ დივიზიონში "ტოსნომ" შინ 3:2 მოუგო ხაბაროვსკის "სკა ენერგიას". ხაბაროვსკელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ნავალოვსკიმ, გიორგი ილურიძე კი 67-ე წუთზე შეცვალეს.

"არმავირმა" საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით (1:0) მოუგო ასტრახანის "ვოლგარს". გამარჯვებულთა რიგებში ზურაბ არზიანი 90-ე წუთზე ირაკლი ჭეჟიამ შეცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ წერია სტატისტიკაში ტორე დაარტყა
statistika aseTia
15:58 12-04-2016
0
სათაური ცოტა ხმამაღალია.ლორიას არცერთი ბურთი არ აუღია,იმიტომ რომ კარში არც დაურტყამთ.
ჯ.ჩ.
15:48 12-04-2016
0

სიახლეები პოპულარული