გიორგი აბურჯანია ტრავმაზე: "ხიმნასტიკში" შაბათამდე ვერ ვივარჯიშებ

AutoSharing Option
ტარაგონას "ხიმნასტიკის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ გუნდის ვარჯიშზე კოჭი გადაიტრიალა.

თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა და ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში, ამაზე ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"ვარჯიშზე ორთაბრძოლისას კოჭი გადავიტრიალე. მომდევნო ტური კვირას გვაქვს "ოვიედოსთან" და ვითამაშებ თუ არა, ეს შაბათს გადაწყდება. მანამდე, სამწუხაროდ, გუნდთან ერთად ვერ ვვარჯიშობ, - გვითხრა გიორგიმ.

აბურჯანიას გუნდი 33 ტურის შემდეგ 52 ქულით მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული