ოთხშაბათს აბურჯანიამ გუნდის ვარჯიშზე ერთ-ერთ ორთაბრძოლისას კოჭი გადაიტრიალა. როგორც თავად ფეხბურთელმა გვითხრა, საბედნიეროდ, ტრავმა არც ისე სერიოზული გამოდგა და მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს.
აქვე გეტყვით, რომ მორიგ ტურს "ხიმნასტიკი" ხვალ "ოვიედოს" წინააღმდეგ გამართავს. აბურჯანიას გუნდი 33 ტურის შემდეგ 52 ქულით მე-4 ადგილზეა.