გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი "ეინდჰოვენს" ვერ გაუმკლავდნენ

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში არნემის "ვიტესმა" სტუმრად 0:2 წააგო ჩემპიონობის მაძიებელ "პსვ ეინდჰოვენთან". გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მინდორზე 90-90 წუთი გაატარეს.

ამ მარცხის შემდეგ ქართველების "ვიტესი" 45 ქულით მე-8 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას საჩემპიონო ჯგუფში კი შჩეცინის "პოგონმა" გასვლაზე ასევე 0:2 დათმო შეხვედრა უკეთეს ფორმაში მყოფ "ლეხიასთან". ლადო დვალიშვილი "პოგონის" სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული