"რა თქმა უნდა, არ ვიცი, ვინ გახდება ჰოლანდიის ჩემპიონი, თუმცა ამ რბოლაში ჩემი ფავორიტი "აიაქსია". მე ის დიდ გუნდად მიმაჩნია. თქვენ მეკითხებით, ვითამაშებდი თუ არა ამ გუნდში? რა თქმა უნდა, ვითამაშებდი... ჩემი მიზანია, სამომავლოდ უფრო ძლიერ პირველობაზე ვითამაშო. მინდა ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც და ვფიქრობ, ეს სავსებით ბუნებრივია", - თქვა ყაზაიშვილმა.
მან ასევე
"ჩვენ უკეთ ჩავატარეთ მეორე ტაიმი. თუ გახსოვთ, თამაშის ამ ნაწილში პირველი სახიფათო მომენტი სწორედ ჩვენ შევქმენით. ჩანდა, მოწინააღმდეგე ჩვენს შეცდომებს ელოდებოდა და, სამწუხაროდ, ეს შეცდომები დავუშვით კიდეც", - ამბობს ყაზაიშვილი.
მას 2018 წლამდე აქვს კონტრაქტი "ვიტესთან", თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბს მანამდე დატოვებს და უკეთეს გუნდში (და იქნებ, ლიგაშიც) გადაბარგდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"