რომან ჭანტურია: სერია A-ში დებიუტი სეზონის ბოლომდე აუცილებლად მექნება!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" 20 წლის ფორვარდმა რომან ჭანტურიამ, რომელიც გუშინ, 20 აპრილს, "ემპოლის" პირველი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა, კომენტარი Sportall.ge-სთან გააკეთა.

- ჯანლუკა დი მარციო: რომან ჭანტურიას ეს დღე დიდხანს ემახსოვრება

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში "ემპოლიმ" "ვერონას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

"მართალია, არ მითამაშია, მაგრამ 20 წლის ბიჭისთვის სერია A-ს გუნდის განაცხადში მოხვედრა, მით უმეტეს, იმ თამაშზე, რომელიც ბევრს ნიშნავს კლუბისთვის, გასახარია და, რა თქმა უნდა - დიდი მოტივაციაა.

პირველი გუნდის მწვრთნელთან ხშირი და, რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა მაქვს. მას ჩემდამი კარგი დამოკიდებულება აქვს. ამიტომ კონკრეტულად ამ თამაშზე არ მისაუბრია, თუმცა დამსახურებისდა მიხედვით, ველოდი მისი მხრიდან მთავარ გუნდში გამოძახებას!

პირველ გუნდთან ერთად დიდი ხანია ვვარჯიშობ და დებიუტი სეზონის ბოლომდე აუცილებლად მექნება! ადაპტაცია უკვე გავლილი მაქვს, რაშიც ძალიან დამეხმარა ლევან მჭედლიძე", - გვითხრა ჭანტურიამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე, ჯიგარი ხარ. დიდი მომავალი გაქვს, თუ სწორად წაიყვან კარიერას.
წარმატებები!
georgian
17:53 21-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული