ლევან მჭედლიძემ "ემპოლის" მწვრთნელის მიერ მოცემული შანსი ქარს გაატანა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურის წინ "ემპოლის" თავკაცმა მარკო ჯამპაოლომ თქვა, რომ უკანასკნელ 4 ტურში თავის გამოჩენის შანსს მისცემდა ლევან მჭედლიძეს, რომელსაც სასტარტოში თამაში გარანტირებული ჰქონდა.

"კარპისთან" საგარეო მატჩში ლევანი მართლაც სასტარტოში ვიხილეთ, მაგრამ შეხვედრის 25-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი სახეში მოარტყა და მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

მჭედლიძეს "კარპის" თავკაცი კასტორი გამოენთო და მსაჯმა ისიც გააძევა. ქართველი ფორვარდი ავტომატურად გამოტოვებს შემდგომ მატჩს. თუმცა დიდია საფრთხე, რომ მჭედლიძეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ აკმარონ.

"ემპოლის" თავკაცმა ქართველ ფორვარდს თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მისცა.
მან კი აი, ასე გამოიყენა ეს შანსი...

განაცხადში არ ყოფილა "ემპოლის" მეორე ქართველი რომან ჭანტურია, რომელსაც თავად ეიმედებოდა, რომ სათადარიგოთა სკამზე მოხვდებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
არარის ამის საქმე ფეხბურთი ჯერ კატასტროფული სტატიტიკა აქ ფორვარდს ასეთი ცოტა გოლები მსოფლიოში მეორე არ მახსენდება ვის აქ გატანილი ვაი საცოდავო საქართველო ასეთი თავდამსხმელი რო უპირველესად ითვლება ნაკრების რიგებში.
0
გულდასაწყვეტია ძლივს შანსი მიეცა, არა და ვფიქრობ რაც ითამაშა არ იყო ცუდი
Akaki
00:45 26-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული