"კარპისთან" საგარეო მატჩში ლევანი მართლაც სასტარტოში ვიხილეთ, მაგრამ შეხვედრის 25-ე წუთზე მან მეტოქეს იდაყვი სახეში მოარტყა და მსაჯისგან პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
მჭედლიძეს "კარპის" თავკაცი კასტორი გამოენთო და მსაჯმა ისიც გააძევა. ქართველი ფორვარდი ავტომატურად გამოტოვებს შემდგომ მატჩს. თუმცა დიდია საფრთხე, რომ მჭედლიძეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ აკმარონ.
"ემპოლის" თავკაცმა ქართველ ფორვარდს თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მისცა.
განაცხადში არ ყოფილა "ემპოლის" მეორე ქართველი რომან ჭანტურია, რომელსაც თავად ეიმედებოდა, რომ სათადარიგოთა სკამზე მოხვდებოდა.