რევიშვილსა და კობახიძეს "მორდოვიასთან" კონტრაქტების გაწყვეტა ახლავე შეუძლიათ

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კლუბ "მორდოვიაში", რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე იცავენ, ფინანსური კრიზისია, რის გამოც მოთამაშეებს სამ თვეზე მეტია, ხელფასი არ აუღიათ.

რუსული წყაროების ცნობით, ფეხბურთელებმა სარანსკის კლუბის ხელმძღვანელობას ვალის გასტუმრება 25 აპრილამდე მოსთხოვეს, თუმცა ამაოდ. ახლახან გუნდის თავდამსხმელმა რუსლამ მუხამეტშინმა განაცხადა, რომ მოთამაშეები ვარჯიშის ბოიკოტირებას იქამდე გეგმავენ, სანამ კუთვნილ ხელფასებს არ მიიღებენ.

თავის მხრივ, "მორდოვიას" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდი ორგანიზებულ წვრთნას არ ჩაატარებს, თუმცა ცალკეულ ფეხბურთელებს ინდივიდუალური პროგრამით ბაზაზე ვარჯიში შეეძლებათ.

რუსეთის პრემიერლიგის დასრულებამდე
ხუთი ტურით ადრე სარანსკის "მორდოვია" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს, ბოლო ინფორმაციით კი, გუნდი ჩემპიონატის მომავალ მატჩს "როსტოვთან", რომელიც 1-ელ მაისს უნდა გაიმართოს, პრობლემების მიუხედავად, მაინც ჩაატარებს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის ფეხბურთელთა პროფკავშირის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ზოტოვმა, რომლის თქმით, ფეხბურთელებს სრული უფლება აქვთ, კლუბთან შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტონ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წამოდით ბიჭებო თბილისის დინამოში
gigi
17:57 27-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული