ფრანგები წერენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რეიმსს" უძლიერესთა რიგებთან გამომშვიდობება მოუწია, კანკავა გუნდს აუცილებლად შეიცვლის. ფრანგული მედიიდანვე ვიგებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამსახურით რამდენიმე ადგილობრივი კლუბია დაინტერესებული, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებენ.
ეროვნული ნაკრებ
ამ დროისთვის გუნდი გასავარდნ ზონაშია. პირველობის ბოლომდე 2 ტური დარჩა. "რეიმსს" მართლაც რომ ურთულესი კალენდარი აქვს. თავად განსაჯეთ - კანკავასა და მის თანაგუნდელებს საგარეო მატჩი ელით "მარსელთან", ხოლო შინ "ლიონს" ელოდებიან.
კაცმა რომ თქვას, "რეიმსმა" თავად ჩაიგდო თავი ამ დღეში, როცა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მატჩი ვერ მოიგო, თუნდაც გასულ უქმეებზე, როცა შინ თითქმის უმოტივაციო "მონპელიესთან" დაყარა ფარ-ხმალი (2:3).
ახლა როგორია ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მალე გამოჩნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"