თედორე გრიგალაშვილი: "ტერეკს" დავტოვებ, ჩემთვისაც ასე ჯობია და გუნდისთვისაც

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველის, 22 წლის თედორე გრიგალაშვილისა და გროზნოს "ტერეკის" გზები მალე გაიყრება.

ამის თაობაზე "ლელოს" თავად ფეხბურთელმა აცნობა.

"ახლა საქართველოში ვარ. იცით, ალბათ, სერიოზული ტრავმა მქონდა და ცოტა ხნის წინ განვაახლე ვარჯიში.

უკვე შეთანხმებულები ვარ, რომ სეზონის ბოლოს "ტერეკს" დავტოვებ. ჩემთვისაც ასე ჯობია და გუნდისთვისაც", - გვითხრა გრიგალაშვილმა.

ჩეჩნურ კლუბში ჩვენებურს თან ქრონიკული ტრავმები სდევდა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისი, რომ თედომ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული