"სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, ამიტომაც მოულოდნელობა სულაც არ იყო "ნიუკასლის" გავარდნა. კლუბს არაერთი პრობლემა ჰქონდა, რომელიც წლების მანძილზე მოუგვარებლად რჩებოდა. ხედავთ, "ლესტერი" პრემიერლიგას იგებს, "ნიუკასლი" კი ჩემპიონატს ეთიშება...
ზოგადად, გუნდი დიდ ზეწოლას განიცდის. ვერ ვიტყვით, რომ მფლობელი ფულს არ ხარჯავს. მიმდინარე წელს მან ტრანსფერებში 120 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, მაგრამ დაცვის ხაზი არ გაძლიერდა, ეს კი შეცდომა იყო. ჩემი აზრით, რაფაელ ბენიტესი სეზონის დასაწყისში რომ ჩასდგომოდა გუნდს
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, "ნიუკასლი" ზრდას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, გუნდმა ეკონომიკური დარტყმა მიიღო, მეორე ლიგაში გაუჭირდება, მაგრამ "ნიუკასლთან" ერთად ბრძოლა დიდი სიამოვნებაა. ვიმედოვნებ, მათ ეს გამოუვათ და პრემიერლიგას მალე დაუბრუნდებიან", - ციტირებს ქართველს cyprustimes.com-ი.