თემურ ქეცბაია: ხედავთ, "ლესტერი" გაჩემპიონდა, "ნიუკასლი" კი გავარდა...

AutoSharing Option
ინგლისური "ნიუკასლის" ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ქეცბაიამ კლუბის პრემიერლიგიდან გავარდნაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა, ამიტომაც მოულოდნელობა სულაც არ იყო "ნიუკასლის" გავარდნა. კლუბს არაერთი პრობლემა ჰქონდა, რომელიც წლების მანძილზე მოუგვარებლად რჩებოდა. ხედავთ, "ლესტერი" პრემიერლიგას იგებს, "ნიუკასლი" კი ჩემპიონატს ეთიშება...

ზოგადად, გუნდი დიდ ზეწოლას განიცდის. ვერ ვიტყვით, რომ მფლობელი ფულს არ ხარჯავს. მიმდინარე წელს მან ტრანსფერებში 120 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, მაგრამ დაცვის ხაზი არ გაძლიერდა, ეს კი შეცდომა იყო. ჩემი აზრით, რაფაელ ბენიტესი სეზონის დასაწყისში რომ ჩასდგომოდა გუნდს
სათავეში, "ნიუკასლი" არ გავარდებოდა. ის შეძლებდა სიტუაციის გამოსწორებას.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, "ნიუკასლი" ზრდას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, გუნდმა ეკონომიკური დარტყმა მიიღო, მეორე ლიგაში გაუჭირდება, მაგრამ "ნიუკასლთან" ერთად ბრძოლა დიდი სიამოვნებაა. ვიმედოვნებ, მათ ეს გამოუვათ და პრემიერლიგას მალე დაუბრუნდებიან", - ციტირებს ქართველს cyprustimes.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლივს ნორმალური ფოტო არ ვნახე ამ კაცის, კლოუნს გავს ხოლმე, ან იფურთხება:)
murtalo
20:45 13-05-2016
0
ვხვდები სათაც უკაკუნებს, თემურა დაგენიშნეთ მწვრთნელად და არ იქნებოდა კაჭკაჭები ამ Dღეშიო და იმასაც ტონკად მიანიშნებს არც ახლაა გვიანიო.DD.
sabonis
19:05 13-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული