"კლუბთან კონტრაქტი მაქვს ჯერ" - გიორგი პაპუნაშვილმა "ვერდერის" დატოვება უარყო

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბრემენის "ვერდერის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა კლუბი დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაციის გადამოწმება თავად პაპუნაშვილთან ვცადეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:

"როგორ უნდა დავადასტურო წამოსვლა, როცა არაფერია გარკვეული? კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს "ვერდერთან". თუ ეგრე მოხდა და მართლა დავტოვე კლუბი, გაკეთდება ამაზეც კომენტარი, მაგრამ ჯერ აქ ვარ. მალე გაირკვევა ყველაფერი", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული