ინფორმაციის გადამოწმება თავად პაპუნაშვილთან ვცადეთ, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:
"როგორ უნდა დავადასტურო წამოსვლა, როცა არაფერია გარკვეული? კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს "ვერდერთან". თუ ეგრე მოხდა და მართლა დავტოვე კლუბი, გაკეთდება ამაზეც კომენტარი, მაგრამ ჯერ აქ ვარ. მალე გაირკვევა ყველაფერი", - გვითხრა გიორგიმ.