"აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს"

AutoSharing Option
აზერბაიჯანში სტუმრად მყოფმა შოთა არველაძემ, რომელიც იქ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. შოთას სიტყვებმა, რომელიც გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა, აზერბაიჯანის საფეხბურთო წრეებში ზოგიერთის უკმაყოფილება გამოიწვია:

"ჩვენი ფედერაციები კვლავაც მეგობრობენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. იმედია, ერთადაც ვივლით განვითარების გზით. ჩვენ ფინანსური კუთხით ჩამოვრჩებით და ამის გამო ინფრასტრუქტურა ისეთი არ გვაქვს, როგორიც თქვენ, მაგრამ, ნურავინ მიწყენს და, ფეხბურთის თამაში საქართველოში უკეთესად ეხერხებათ, ვიდრე აზერბაიჯანში. ასე იყო ოდითგან და არც დღეს შეცვლილა რამე".

არველაძის ნათქვამს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის
აღმასკომის წევრი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ყაზბეგ ტუაევი გამოეხმაურა:

"ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ასეთ სულელურ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს.

საქართველოში ფეხბურთის განვითარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აზერბაიჯანში და რაღაცაში წინ წავიდნენ. მათ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებსაც ვიცნობდი. როდესაც თავად ვთამაშობდი, ჩვენი ფეხბურთი ერთ დონეზე იყო. როცა აქ ტარდებოდა მატჩი, ჩვენ ვიგებდით, როცა საქართველოში - ისინი.

დღეს კი ამ ორი ქვეყნის ფეხბურთის შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს. ბაქოში ლამის ქართველი ფეხბურთელების ნახევარმა ითამაშა. ჩვენ მათ განვითარებაში ვეხმარებით", - თქვა ტუაევმა, რომელიც ფეხბურთს 1959-72 წლებში თამაშობდა და იყო სსრკ-ის ნაკრების წევრიც.
მკითხველის კომენტარები / 24 /
Me magalitad uyurebazerebis pexburts televizoridan da pexburtistvis iyureba man xolo saqartvelos chempionats tu stadionze ar mivedi ise televizoridan ver iyureba..eqceva mand pexburts yuradxeba da rato unda gewyinot es vinmes,anvitareben nel nela shida chepionats chven ukan mivdivart tu vakvirdebit
Sura
24 მაისი 2016 14:14
0
ჩემო ქართველებო ნუ იშლით ნერვებს ამ '"დიდი აზერბაიჯანელი ფეხბურთელის" გამოხტომაზე,ეს მისგან პირველი არაა.შოთამ ძალიან დიპლომატიურად,ნათლად და გასაგებად უთხრა აზერულ საფეხბურთო თემს ვინ ვინ არის და ვინ სად დგას.
დინამოს ქომაგი
24 მაისი 2016 14:05
0
საერთო ჯამში უმაღლესში ხუთი გუნდი გვყავდა: დინამო,ტორპედო,გურია, თბილისის სპარტაკი და ლოკომოტივი....
დათო
24 მაისი 2016 13:18
0
Batono everest ukacravad batono kazbek ertisashualo evroluli donis azerbeijaneli fexburteli damisaxelet an dzveli an axali Madlobt
kaxa kiria
24 მაისი 2016 12:41
0
არაა საჭირო თვითგვემა, კომპლექსები და წაკითხულის ვერ გააზრება! ზოგადად ფეხბურთზეა საუბარი, მ.შ. წარსულზე და იმაზე, ვინ ვის როდის უგებდა და თუ "გაბალამ" გამოაგდო დინამო, ესეც ერთი შემადგენელია ზოგადის. ზოგადად, ქართული ფეხბურთი აზერბაიჯანულზე დაბლა დააყენო და თუნდაც 35 წლის ამბავი დაივიწყო... არაა(ვერაა!) სწორი და რაც მთავარია, კარგი! ისე, პაიჭაძე, მესხი, მეტრველი, ყიფიანი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩივაძე, გუცაევი, შენგელია, დარასელია... ამდენი ვარსკვლავის სამშობლოს საამაყო რომ აქვს, არაა სადავო! ბოლოს და ბოლოს, სამი გუნდი გვყავდა "უმაღლესში"!
დათო-ს! ბაქიაობა რა შუაშია?!
24 მაისი 2016 12:25
0
''მადლობა" ყაზბეგ ტუაევს აზერბაიჯანის '' დიდ ფეხბურთელს'', რომ ქართველებს ქართულ ფეხბურთზე კარგი წამოაცდენინა, თორემ წაიღო ლანძღვისა და განქიქების ნიაღვარმა რამის ჩვენი ფეხბურთი. კოპას შემდეგ ათეული წლები გავიდა და ფრანგული ფეხბურთი, ამხელა ქვეყნის, არსად ჩანდა სანამ პლატინი არ გამოჩნდა. ასე, რომ ივერიაშიც დაიბადებიან ლეკვები მგლისანი.
gizog
24 მაისი 2016 11:59
0
მე დღევანდელი ქართული ფეხბურთი არ მიგულისხმია. ჩემთვის ის გარდაიცვალა 80-ნი წლების შუაში. თანაც საკლუბო ფეხბურთით ქვეყნის ფეხბურთის დონეს ვერ განსაზღვრავ, იქ სრული დომხალია. დონის მაჩვენებელი ნაკრებია. თუმცა აქაც ხომ ძალიან "მაგრა" გვაქვს საქმე.
sandro
24 მაისი 2016 10:44
0
საერთოდ ტუაევს ახასიათებს ასეთი გამოხტომები ქართველების მიმართ
შოთა
24 მაისი 2016 10:38
0
ყაზბეგ ტუაევი ანუ ოსური წარმოშობის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. ვლადიმერ გუცაევი ანუ ოსური წარმოშობის ქართველი ფეხბურთელი. მოდი შევადაროთ, რომელი უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო? აქ ყველაფერია ნათქვამი.
gio
24 მაისი 2016 09:48
0
sandro-ს. გეთანხმები, მაგრამ თუ დღევანდელ სიტუაციას ავიღებთ, აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი, ერთი თავით აღემატება ქართული ფეხბურთის დონეს. მართალია ეს ლეგიონერების ხარჯზე ხდემა, მაგრამ ყველა წამყვანი ევროპული გუნდიც ლეგიონერებით არის ძლიერი. რაც შეეხება შოთის მოსაზრებას, აბსოლიტურად სწორი იყო, როცა თქვა, რომ ქართველებს უფრო ეხერხება ფეხბურთის თამაში, ვიდრე აზერებს. მოდი იმით შევაფასოთ, ვის რა მიღწევაა აქვს. მინდა უთხრა ჩვენს მეზობლებს, რომ ჯერ ერთი ისეთი ფეხბურთელი აღზარდონ, როგორც ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები კახი კალაძეა და მერე ვისაუბროთ. აღარაფერს ვამბობ საკლუბო დონეზე სხვა, შედარებით ნაკლები ტიტულების მფლობელ ჩვენს ფერხბურთელებზე. ასე, რომ შოთო ასიანია...
gigo
24 მაისი 2016 09:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული